ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - სად იყვნენ, თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს მიუთითებს, რომ არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და მათი მთავარი თემებია დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი

სად არიან ეს ადამიანები [ოპოზიცია], სად იყვნენ, თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი რეალურად არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და მათი მთავარი თემებია დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საბოლო ვარიანტში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, თუ კანონპროექტში რაღაც დამატებები გაკეთდა, მსჯელობა მაშინ უნდა გამართულიყო.

ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კითხვები პარლამენტში უნდა დაისვას“.

„ერთი მხრივ, ხომ არის აბსურდული - ოპოზიცია პარლამენტში არის წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვნად, არაერთი პარტიაა და ამ დროს, მოვისმინეთ განცხადებები, თურმე პოსტფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატება იქნა შეტანილი. სად არიან ეს ადამიანები, სად იყვნენ, თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი რეალურად არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, მათი მთავარი თემებია დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. მაშინ, თუ ეს დამატებები გაკეთდა, ესაუბრათ არგუმენტებით. მე დეტალებში არ ვარ გარკვეული, თუმცა რაც მოვისმინეთ, გასაგებია, რომ რაღაცებზე პრეტენზიებს გამოთქვამენ. ეს არის პრობლემა, რომ არ მოხდა მსჯელობა და, სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს მსჯელობა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება