ვატო სურგულაძე - დღევანდელი პროტესტი არის იმის გამო, რომ ქვეყანა დადგა ყოფნა-არყოფნის წინაშე - ვინმეს არ ეგონოს ექიმები ჩუმად არიან, ჩვენც აქ ვართ და ჩვენც იგივე მოთხოვნა გვაქვს, რაც საქართველოს უმრავლესობას

დღევანდელი პროტესტი არის იმის გამო, რომ ქვეყანა დადგა ყოფნა-არყოფნის წინაშე. ვინმეს არ ეგონოს ექიმები ჩუმად არიან, ჩვენც აქ ვართ და ჩვენც იგივე მოთხოვნა გვაქვს, რაც საქართველოს უმრავლესობას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, „თუ ყველამ, ექიმებმა, მეხანძრეებმა, დასუფთავების მუშაკებმა ხმა არ ამოვიღეთ, ერთ დღეს გავიღვიძებთ ქუთაისის და თბილისის გუბერნიაში“.

„დღეს აქ შეკრებილები არიან სხვადასხვა კლინიკების ექიმები, ექთნები, ექიმი-რეზიდენტები იმიტომ, რომ ქვეყანა რეალურად დგას ყოფნა-არყოფნის წინაშე. [პროტესტს გამოვხატავთ] არა მარტო ამ კანონის, არამედ, სახელმწიფოს დამოკიდებულების მიმართ მთლიანად ჯანდაცვის სექტორისადმი… პრაქტიკულად, სრულად განადგურებულია განათლება. ერთადერთი სახელმწიფო ვართ მსოფლიოში, როდესაც რეზიდენტი, რომელიც ცოდნას იღებს და უნდა გახდეს სრულყოფილი ექიმი, იხდის ფულს. პირიქით უნდა ხდებოდეს, აქეთ უნდა უხდიდნენ რეზიდენტს ფულს რომ ის სწავლობს და ექიმი უნდა გახდეს. ეს შესაცვლელია! ასევე ბევრი რამ არის შესაცვლელი, ძალიან ბევრი კლინიკა დადგა გაკოტრების წინაშე არასწორი პოლიტიკის გამო, არასწორი დამოკიდებულების გამო. რამდენიც უნდა ცვალონ მინისტრები, ეს შედეგს არ მოიტანს, თუ სისტემური ცვლილებები არ იქნება. დღევანდელი პროტესტი არის იმის გამო, რომ ქვეყანა დადგა ყოფნა-არყოფნის წინაშე. თუ ყველამ, ექიმებმა, მეხანძრეებმა, დასუფთავების მუშაკებმა ხმა არ ამოვიღეთ, ერთ დღეს მართლა გავიღვიძებთ ქუთაისის და თბილისის გუბერნიაში. ჩვენი დღევანდელი პროტესტი ეხება ყველაფერს - ეხება ამ კანონს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, იმას, რომ იღუპება სამედიცინო სექტორი. ჩვენი მედიცინა დღითიდღე უკან მიდის. ეს არის გლობალური პროტესტი არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. პროტესტს გამოვხატავთ იმიტომ, რომ ვინმეს არ ეგონოს ექიმები ჩუმად არიან. ჩვენც აქ ვართ, ჩვენც ქართველ ხალხთან ვართ და ჩვენც იგივე მოთხოვნა გვაქვს, რაც საქართველოს უმრავლესობას“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, 9 აპრილის სკვერში „თერთხალათიანები“ - ექიმები, ექთნები, რეზიდენტები იკრიბებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის