პეტრე ცისკარიშვილი - „არა რუსულ მთავრობას” - ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება - თუ ვეტოს დაძლევენ, ეს იქნება  პასუხისმგებლობა საქართველოს ისტორიის წინაშე

„არა რუსულ მთავრობას” - ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება - იქნება ეს მათი გადადგომის იძულება თუ არჩევნებში დამარცხება, უნდა მოხდეს კონსტიტუციური, მშვიდობიანი, კანონიერი გზებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების ძალაუფლებიდან ჩამოცილება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი სლოგანი და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, მარტივად, ბუნებრივად უნდა გადავიდეს სლოგანში “არა რუსულ მთავრობას”.

„ისინი პასუხისმგებლები არიან საქართველოს ისტორიის წინაშე - მათ პასუხი უნდა აგონ და ჩვენი მთავარი სლოგანი და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, მარტივად, ბუნებრივად უნდა გადავიდეს „არა რუსულ მთავრობას”, ამ ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან. როგორც კი აღარ გვეყოლება რუსული მთავრობა, ყოველ გაზაფხულზე „რუსულ კანონებთან” ბრძოლა აღარ მოგვიწევს. იქნება ეს მათი გადადგომის იძულება თუ არჩევნებში დამარცხება, უნდა იყოს კონსტიტუციური, მშვიდობიანი, კანონიერი გზებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების ძალაუფლებიდან ჩამოცილება. „არა რუსულ მთავრობას” - ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ეს იქნება პასუხისმგებლობა საქართველოს ისტორიის წინაშე.

„თუ გადაწყვეტენ და ვეტოს მაინც დაძლევენ, ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ იქნება, არამედ პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ისტორიის წინაშე. ამ ადამიანებს უნდათ ჩვენი სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში აღებული გეზი შემოაბრუნონ და გავხდეთ რუსეთის გაგრძელება. ამ გადაწყვეტილებაზეა საუბარი და არა კანონებში, მუხლებში ჩასწორებაზე და დავაზე ამა თუ იმ სიტყვის გარშემო. ძალიან სწორია, რომ პრეზიდენტმა ამ ტიპის ვეტო დაადო და არ შეჰყვა ამ დისკუსიაში და დებატებში კანონის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ფუნდამენტურ, ეროვნულ ნაციონალურ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მომავალი თაობის ევროპულ მომავალზეა საუბარი - იცხოვრებენ რუსულ ჭაობში, თუ ევროპულ ქვეყანაში. ეს საკითხია დღეს სასწორზე, ამიტომ მათ ეკისრებათ უდიდესი და უმძიმესი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოსა და მისი ისტორიის წინაშე”,- განაცხადა ცისკარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში