ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ცნობით, 19 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

„გვახსოვს, ვმკურნალობთ სიყვარულით და სოლიდარობით“ - 2024 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გავაგრძელოთ ის ქმედებები, რომელიც მიმართულია აივ ინფიცირებული პაციენტების კეთილდღეობისათვის, კერძოდ აქტიურად გავაგრძელოთ აივ/შიდსის პრევენცია, მკურნალობა, და დავეხმაროთ აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

კვირას, 19 მაისს მსოფლიო 41-ჯერ, ხოლო საქართველო 28-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს, და ანთებული სანთლებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა; გამოვხატოთ სოლიდარობა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 39 მლნ-ზე მეტია; ხელი შევუწყოთ საზოგადოების განათლებასა და მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ, გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ ყველა აივ ინფიცირებულ ადამიანს, რადგან მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 85%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ;

წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხებაში და ყველა ადამიანს მივცეთ მკურნალობის საშუალება, რადგან არვ თერაპიაზე ინფიცირებული პირების მხოლოდ 75% იმყოფება; ჩავებათ აივ/შიდსის პრევენციის აქტიურ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს როგორც აივ ინფიცირებული პაციენტების გამოვლენას და მათ მკურნალობას, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თავიდან იყოს აცილებული აივ-ის გადაცემის ახალი შემთხვევები“,- აღნიშნავენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში