სენაკში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სენაკში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს მკვლელობამდე რამდენიმე პირმა მიაკითხა და ადგილი ჰქონდა ე. წ. კრიმინალურ გარჩევას. სისხლიან გარჩევს, წინ ხმაური უძღოდა. აღნიშნული დაპირისპირება მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ადგილობრივის ინფორმაციით, დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა, მეორე კი მეზობელი.

მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი პირები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებული, სადაც შესაბამის მკურნალობას გადიან. მათივე თქმით, დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„საშინელი ამბავი გავიგეთ, ერთი მოკლულია და ორი კი, დაჭრილი. რა მოხდა, დეტალებზე ჯერ არავინ არაფერს ამბობს. ახლოს არ მიგვიშვეს. შემთხვევა მოკლულის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მოხდა. დანითაა მოკლული. ძმებიდან ერთი სპორტსმენი ყოფილა, მეორეს ცეხი ჰქონია, ალბათ, პატარა ბიზნესით იყო დაკავებული. დაჭრილ ბიჭებს სასიკვდილო არაფერი სჭირთ, ოპერაცია გაუკეთეს. იმედია, ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა მოკლული მამაკაცის მეზობელმა.

მომხდარში სავარაუდო ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და ახლა, მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დაკავებულია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს