ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები აქცია-პერფორმანსს - „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ

თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მოწოდებით - „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ.

აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული.

მანიფესტანტებს თან მოტანილი აქვთ, ევროკავშირის და საქართველოს დროშები.

ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.

“პირველები სტუდენტები ვიყავით, რომლებმაც პროტესტის ახალ ფორმას მივმართეთ. ასევე, სტუდენტები ვაპირებთ, რომ პროტესტის ტალღა არ შევწყვიტოთ. ევროპის მოედანზეც ხელის ჩაკიდებაც არის სიმბოლური. იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, ერთად ხელჩაკიდებულები მივდივართ ევროპისკენ. ევროპისკენ სიარულში ხელს გვიშლის ის კანონი, რომელსაც ჩვენ დავარქვით და მკაფიოდ არის რუსული. ამიტომ არ შევწყვეტ პროტესტის ტალღას, ვიდრე მსგავსი პრობლემა ქვეყანაში იქნება და ეს კანონი იარსებებს”, - განაცხადა სტუდენტმა, ლიზა კვაჭაძემ.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინეს. ისინი სკანდირებენ სიტყვებს: “საქართველოს გაუმარჯოს”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”, “სად მივდივართ? - ევროპაში!”.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა