გრიგოლ გეგელია - საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან - ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც  კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ

საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან - ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, „ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას“.

„საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან.

პრეზიდენტის ვეტო, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების განცხადებები, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადება მომავალ სანქციებთან დაკავშირებით, ასობით გამოხმაურება მსოფლიო ლიდერების მხრიდან - ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც საელჩოებს 26 მაისის ღონისძიებებსაც კი აუქმებინებს, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ღიად სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში, დე ფაქტო ბელადი კი გლობალურ შეთქმულებებზე საუბრობს.

ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია თავმოყვარე დიპლომატმა შეძლოს რაიმე საერთოდ გამონახვა აღმასრულებელი ხელისუფლების კურსსა და საკუთარი მისიის მიზნებს შორის. ამ ხელისუფლების დესპანობა აღარ არის თავსებადი ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანის მსახურებასთან.

ყველა დიპლომატს, რომელიც არ მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ იმ ხელისუფლების ნებას და ინტერესებს, რომელიც ღალატობს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, ისინი არიან პასუხისმგებლობის თანაზიარი და მონაწილეობენ რუსული დაზვერვის გეგმის აღსრულებაში.

თუმცა, დროები სწრაფად იცვლება და ქართველი ხალხი სულ მალე გაასწორებს ეროვნულ კომპასს, როდესაც ახალი ხელისუფლების კურსი ხელახლა დაემთხვევა ერის ნებას. როცა კომპასი გასწორდება, ამ დროს, საგარეო სამსახურში აღარ იქნება იმ დიპლომატების ადგილი, ვინც კრიტიკულ მომენტში სამშობლოს და სახელმწიფოს საგარეო ინტერესების დაცვას პირადი კომფორტი და კარიერული კონფორმიზმი ამჯობინა. ან ახლა, ან აღარასდროს - ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც საქართველოს ელჩებმა კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ“, - აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში