CNN - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის

ზუსტი ადგილი, სადაც ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

„თავრიზის საჰაერო ძალების მე-6 საბრძოლო ბაზის ვერტმფრენები ვარზეყანის რაიონში ჩავიდნენ სამაშველო ოპერაციების განხორციელების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ეს ვერტმფრენები სამაშველო ჯგუფთან ერთად, ვერტმფრენის ავარიის ზონაში გაიგზავნა, სამწუხაროდ, ოპერაცია ჩაიშალა არახელსაყრელი ამინდის გამო“, - განაცხადა ირანის მე-6 საჰაერო ძალების ბაზის მეთაურმა.

ოფიციალური პირების თქმით, მაშველებს სქელ ნისლსა და უკიდურეს სიცივესთან გამკლავება უწევთ.

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, ირანის მხრიდან დახმარების თხოვნის საპასუხოდ, ინციდენტთან დაკავშირებით, Copernicus EMS-ის სატელიტური რუკების სერვისს ააქტიურებს.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერ ნისლში "უხეში დაშვება" განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია