მედია - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილი ვერავინ იპოვეს

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილი ვერავინ იპოვეს, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაღუპულია.

„პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. სამწუხაროდ, ყველა მგზავრი დაღუპულია“, - განუცხადა Reuters-ს წყარომ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს, რომელშიც 9 ადამიანი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდა.

ირანის სასამართლო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი, ებრაჰიმ რაისი ქვეყნის მერვე პრეზიდენტად 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აირჩიეს. მისი წინამორბედისგან, ყოფილ პრეზიდენტ ჰასან როჰანისგან განსხვავებით, ებრაჰიმ რაისმა მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა ირანის უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან. ირანში ბევრი თვლიდა, რომ მას, შესაძლოა, მომავალში ხამენეი ჩაენაცვლებინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს