ირაკლი კობახიძე - აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების - ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მათ სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ

აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების. მათ სურთ უკრაინის ბედი გაიზიაროს საქართველომ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა.

„აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების. პირდაპირ ასეთი განცხადება გაკეთდა აქციიდან. ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა. მთავარი დავალება, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, არის სწორედ საქართველოს "უკრაინიზაცია", საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. ამას ვერ მიაღწიეს 2022 წელს, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე არ დაუკარგავთ ამის იმედი. მინდა ყველას შევახსენო, რას ნიშნავს უკრაინის ბედის გაზიარება და რა მდგომარეობაა დღეს. უკრაინაში ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული ომის შედეგად. 19-24 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 2/3 ან ქვეყნიდან გავიდა, ან დაიღუპა. საუბარია უკრაინის გენოფონდის განადგურებაზე. ეს არის ის, რისიც შურს ჩვენს ოპონენტებს. ყოველი მეოთხე უკრაინელი ან დევნილად არის ქცეული ქვეყნის შიგნით, ან ლტოლვილია. ეკონომიკა განადგურებულია, პირველივე წელს 30% ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, რაც კატასტროფას ნიშნავს. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დღეს რუსეთს ორ ნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყების დროს ჰქონდა. ომის ფონდზე „ხელს ითბობენ“ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, კორუფცია ყვავის, გაუქმებულია არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დემოკრატიის ცნებასთან. ამ ყველაფრის შურს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს. არა მარტო შურთ, სურთ ეს ყველაფერი იხილონ საქართველოში. მათ სურთ, უკრაინის ბედი გაიზიაროს საქართველომ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ფაქტია, მათ იმედი არ დაუკარგავთ, მათ მიერ ორგანიზებული ყველა პროვოკაცია და პროტესტი ამ მიზანს ემსახურება, თუმცა საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი