ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტმა არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რადგან ეს შეუძლებელია მოხდეს - კობახიძემ რაც არ უნდა იკეკლუცოს და სცადოს პრეზიდენტს გადაუზიაროს პასუხისმგებლობა, ვერ მოახერხებს

პრეზიდენტმა რომ არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნებისთვის” შეიძლება იყოს პროპაგანდის გაჩაღების საფუძველი, მაგრამ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადამიანები აღარ ექცევიან, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ რაც არ უნდა “იკეკლუცოს” ეთერების საშუალებით და ეცადოს პრეზიდენტს გადაუზიაროს პასუხისმგებლობა, ვერ მოახერხებს.

“მოტივირებული შენიშვნა არის ძალიან კარგი, რომ ეს კანონი ამოქმედდეს ერთი დღით. პრეზიდენტმა რომ არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს “ქართული ოცნებისთვის” შეიძლება იყოს პროპაგანდის გაჩაღების საფუძველი, მაგრამ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადამიანები აღარ ექცევიან. იმიტომ რომ ამ კანონთან მიმართებით ყველამ ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. კობახიძემ რაც არ უნდა იკეკლუცოს ეთერების საშუალებით და ეცადოს პრეზიდენტს გადაუზიაროს პასუხისმგებლობა, ვერ მოახერხებს.

აქამდე თუ ჩვენ ინტუიციურად, ლოგიკურად და თეორიულად ვლაპარაკობდით ამ ქვეყნის რუსეთის წინაშე იზოლაციაში დატოვებაზე, დღეს უკვე რეალური მოცემულობები გვაქვს. ამბობენ, რომ ჩვენი პარტნიორების დაფინანსებები შეწყდება, იქნება სანქციები და საბოლოოდ ჯამში “რუსული კანონით” იხეირებს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც უფრო დაიახლოვებს საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფოს. მაგრამ ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩვენ “ქართულ ოცნებას” ახალგაზრდებთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად არ მივცემთ”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ დაელოდა სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას და ჩაკეტა თუ არა ხელოვნურად პროცესი, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენა და წარადგინა ის.

“მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენა და წარადგინა ის. ვენეციის კომისიის დასკვნა ახლა არის ირაკლი კობახიძისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი? ამ კანონის წინა ვერსიაზე სახალხო დამცველის გამოგზავნილი ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს, ვინმემ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსი ან შინაარსი, რომ ეს კანონი რუსულია? ერთგზის იკეკლუცო და იძახო, რომ შენთვის სამართლებრივი არგუმენტებია მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ იკეკლუცო და იძახო, რომ სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს და ა.შ ეს არის სუფთა პროპაგანდა და თამაში, როგორც გაწყობს და როგორც გჭირდება იმის მიხედვით. მე პრინციპულობის ელემენტებს აქ ვერსად ვერ ვხედავ ხელისუფლების ქმედებებში. მე მხოლოდ ვხედავ შიშს, რომელიც ძალაუფლების დაკარგვითაა განპირობებული”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში