„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4041 გემი

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4041 გემი, რომელთა 42.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 28.0 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 23.3 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 6.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

მათივე ცნობით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6 პროცენტი - თურქეთის, 9.7 პროცენტი - ლიბერიის, 9.2 პროცენტი - რუსეთის, 7.7 პროცენტი - მალტის, დანარჩნი 39.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

„2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 28.6 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 9.6 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 1.8 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 1.1 პროცენტით მეტი - კონტეინერმზიდი და 36.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6 პროცენტი - თურქეთის, 9.7 პროცენტი - ლიბერიის, 9.2 პროცენტი - რუსეთის, 7.7 პროცენტი - მალტის, დანარჩნი 39.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა. 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 50.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 55.6 პროცენტი შეადგინა. 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 397.4 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 8.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე . გადამუშავებული ტვირთის 45.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.1 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 23.2 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს