შალვა პაპუაშვილი - ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები - როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით

ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმე ცდილობს რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე ზემოქმედებას, ეს მისი არჩევანია.

„ერთადერთი ქვეყანა აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, რუსეთი იყო. 30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს - ხან ემბარგო იყო, ხან რა სანქცია, ხან - რა, ინსტრუმენტად იყენებდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე გავლენა მოეხდინა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა. საქართველოს, ქართველ ხალხს სანქციების დაწესების მხრივ ეს გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება რუსეთიდან გვქონდა. ახლა თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით.

ქართველმა ხალხმა რუსეთს გასცა პასუხი იმით, რომ სანქციებს არანაირი გავლენა არ ჰქონია ჩვენი ხალხის განწყობაზე და ცნობიერებაზე, ყოველ ჯერზე, ამაზე პასუხს იღებდა, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში რჩებოდა, ზუსტად ასეთ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც შეეცდება ქართველ ხალხზე რუსული მეთოდებით სანქციების ინსტრუმენტით ზემოქმედებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე