„საქსტატი“ - 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი - ნიდერლანდები, 8.1 პროცენტი - თურქეთი, 7.9 პროცენტი - ჩინეთი, 3.3 პროცენტი - იტალია, 3.3 პროცენტი - უკრაინა, 2.4 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 2.7 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 1.5 პროცენტისას - ჩინეთი, 1.4 პროცენტისას - უკრაინა, 1.3 პროცენტისას - საბეძნეთი, 1.1 პროცენტისას - აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

„აღნიშნული მოცულობის 12.0 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.9 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.1 პროცენტი - ტრანზიტზე. 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 29.4 პროცენტი მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 70.6 პროცენტი კი - ქვეყანაში შემოტანილზე.

2024 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.5 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.9 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 23.6 პროცენტი). 2024 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 89.8 პროცენტი).

2024 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი - ნიდერლანდები, 8.1 პროცენტი - თურქეთი, 7.9 პროცენტი - ჩინეთი, 3.3 პროცენტი - იტალია, 3.3 პროცენტი - უკრაინა, 2.4 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 2.7 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 1.5 პროცენტისას - ჩინეთი, 1.4 პროცენტისას - უკრაინა, 1.3 პროცენტისას - საბეძნეთი, 1.1 პროცენტისას - აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.4 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 9.0 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. 2024 წლის I კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდიოდა, 12.6 პროცენტი ეჭირა ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფს, ხოლო 11.6 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (54.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (19.8 პროცენტი), ძირითადი ლითონები (6.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (3.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (3.5 პროცენტი); ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (52.6 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20.5 პროცენტი), ძირითადი ლითონები (13.4 პროცენტი) და სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8.9 პროცენტი). 2024 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 72.5 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (34.1 პროცენტი), ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (26.6 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (11.8 პროცენტი).

2024 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 465.9 ათასი მგზავრი, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 128.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2024 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462.1 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.2 პროცენტს შეადგენს და 0.5 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 50.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 56.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 43.9 პროცენტი (2024 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024