შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი მომავალ კვირას ოფშორებთან დაკავშირებულ ვეტოს დაძლევს - ვეტოსთან დაკავშირებული არგუმენტაცია აბსურდზეა დამყარებული

რა თქმა უნდა, პარლამენტი მომავალ კვირას ოფშორებთან დაკავშირებულ ვეტოს დაძლევს - ვეტოსთან დაკავშირებული არგუმენტაცია აბსურდზეა დამყარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილის მტკიცებით, საუბარი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ქვეყანაში შავი, სანქცირებული ფული უნდა შემოვიდეს, “არათუ ტყუილია, არამედ ეს კანონიდან არც კი ამოიკითხება“.

პაპუაშვილის შეფასებით, კანონი ქართული კომპანიების წახალისების მიზანს ემსახურება, რათა მათ გარეთა აქტივები საქართველოში გადმოიტანონ, რითაც მხოლოდ შიდა ბიზნესი და მოსახლეობა ნახავს მოგებას.

“სინამდვილეში საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც თავისი არსით არის ქართული კომპანიები, რომელსაც საქართველოშიც აქვს კომპანიები - საუბარია მხოლოდ ამ კომპანიებზე და არა რომელიღაცა სხვაზე. ამ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ეს არის ქართული კომპანიები, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვთ. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და ფულის შემოტანა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს.

მოხდება ამ კომპანიების ერთჯერადი წახალისება იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც მათ ახლაც შეუძლიათ. ერთადერთი სხვაობა, რასაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ადგენს ისაა, რომ თუ დაბრუნდებიან გადასახადს არ გადაიხდიან, თორემ აქტივების გადმოტანა ახლაც შეუძლიათ. მათ ამ შემთხვევაში გადასახადი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ იმისთვის, რომ წახალისდნენ და მოტივაცია ჰქონდეთ, გადასახადი არ იქნება. ასეთ მოტივაციას სახელმწიფო ხშირად იყენებს, როდესაც ხდება ნაკვეთის შეღავათიანად გადაცემა იმისთვის, რომ ინვესტიცია იყოს მოზიდული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება