ანა ნაცვლიშვილი - აღარ არის საუბარი ერთ მავნე კანონზე - აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება რეპრესიული პოლიტიკით ცდილობს ქვეყანა გადააქციოს სახელმწიფოდ, რომელიც თავიდან ბოლომდე მოემსახურება კრემლის ინტერესებს

ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ვამხელთ “რუსულ კანონს” და ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების ამ გეგმას, არის მოცემულობა, როდესაც კანონი [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] ძალაში ჯერ არც შესულა, მაგრამ ხელისუფლება უკვე მიყვება ამ კანონის სულისკვეთებას, მიზნებს და ამოცანებს, - ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, თუ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გახდება, “ამ ტიპის რეპრესიები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს”.

“ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ვამხელთ “რუსულ კანონს” და ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების ამ გეგმას, არის მოცემულობა, როდესაც კანონი [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] ძალაში ჯერ არც შესულა, მაგრამ ხელისუფლება უკვე მიყვება ამ კანონის სულისკვეთებას, მიზნებს და ამოცანებს. ამიტომ არის ეს კანონი ასეთი საშიში, რომ თუ ის გახდება საბოლოოდ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის რეპრესიები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს. მიიღებს კიდევ უფრო სისტემურ ხასიათს და ამას დაემატება ის, რომ ხელისუფლება ფორმალურად მობრუნდება და იტყვის, რომ მას ამის გაკეთების კანონიერი საფუძველი შექმნილი აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით. აქ აღარ არის უკვე საუბარი ერთ ძალიან მავნე, ძალიან დამაზიანებელ კანონზე. აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება თავისი რეპრესიული კანონებით და რეპრესიულო პოლიტიკით ცდილობს ეს ქვეყანა გადააქციოს სახელმწიფოდ, რომელიც თავიდან ბოლომდე მოემსახურება კრემლის ინტერესებს და ყველა მოქალაქეს, ვინც დაუპირისპირდება ქვეყნის გასაბჭოების გეგმას, მათ წინააღმდეგ აამოქმედოს რეპრესიული მანქანა. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს რეპრესიები არ მუშაობს და პირიქით, საზოგადოება კიდევ უფრო გაორმაგებული ენერგიით იცავს სახელმწიფოს რუსული გეგმისგან და “ქართული ოცნების” ამოცანებისგან”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს