თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, იმ შემაძრწუნებელი მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილმა შექმნა, ეუთო/ოდირი საქართველოში უპრეცედენტოდ დიდ მისიას გამოგზავნის

ეუთო/ოდირმა უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით დააკვირდება არჩევნებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია რომ მისია გამოიგზავნოს ადრეულ ეტაპზე იმისთვის, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს ის, რომ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს.

“ეს არის ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისია, როდესაც ეუთო/ოდირმა უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით დააკვირდება არჩევნებს. მე დარწმუნებული, რომ იმ შემაძრწუნებელი მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილმა საქართველოში შექმნა, იმ ძალადობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღე ვხედავთ, ეუთო/ოდირი საქართველოში გამოგზავნის უპრეცედენტოდ დიდ მისიას. მნიშვნელოვანია, რომ მისია გამოიგზავნოს ადრეულ ეტაპზე იმისთვის, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს ის, რომ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და ქართველი ხალხის ნების ასახვა უტყუარად გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას საქართველოში”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება