ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ალი ბაგერი კანი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციებს, რომლებიც, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ და პატიმრების გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად იმ 9 ადამიანს შორის იყო, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა