გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტი სწორად მოიქცა - კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია

პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთელი მისი შინაარსით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის რუსული და მისი 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან.

“პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ტელეარხებმა, რომლებიც საერთოდ არ უშვებენ იმ ინფორმაციას, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვასაბუთებთ. მთელი მისი შინაარსით ეს კანონი არის რუსული, 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი მოდგომა გამოიყენა, როდესაც “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი: ან უარს ამბობს ამ კანონის მიღებაზე ან იღებს ამ კანონს. ამ კანონის გაპატიოსნება არის შეუძლებელი, რასაც აბსოლუტურად ყველას ამბობს”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება