შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ

უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის. მისი თქმით, იგი დასცინის ქართველ ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ.

„რაც შეეხება გამოქვეყნებიდან ერთ დღეში გაუქმებას, ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მაჩნია. დასცინის ქართველ ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ დაცინვაა საერთოდ ქართველი ხალხის! ასევე, კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ ახლა უკვე პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. ეს ცალკე საუბრის თემაა. ტექნიკურად პროექტი წარმოდგენილია.

ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია