თორნიკე რიჟვაძე - ვულოცავ სკოლის დამთავრებას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოსწავლეებს სწავლის დასრულება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„ვულოცავ სკოლის დამთავრებას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას.

დღევანდელი დღე ერთ-ერთი გამორჩეულია თქვენს ცხოვრებაში, რომლის შემდეგაც იწყება ცხოვრების ახალი, შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.

გისურვებთ წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს წინსვლას და განვითარებას მოხმარდება. სახელმწიფო განაგრძობს თქვენთვის ყველა აუცილებელი პირობის უზრუნველყოფას.

ვულოცავ დღევანდელ დღეს პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება