საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას - დაბრმავებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ!

საერთოდ რა შუაში ბიძინა?! დაბრმავებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ! - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას თავად კანონზე არაფერი აქვს სათქმელი, დესტრუქციის შემოტანას ცდილობს.

თავად ვეტოს წარმდგენმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ქვეყანაში "შავი ფულის“ შემოტანის საფრთხეზე ისაუბრა.

“რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუს ოლიგარქებს თავიანთ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც დასავლეთში ჰქონდათ განთავსებული, გარკვეული პრობლემა შეექმნათ. შესაბამისად, ისინი ამ ფულის გადატანის ადგილებს ეძებენ - გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათთვის ასეთი ქვეყანა შეიძლება საქართველო გახდეს.

სად არის დამამტკიცებელი იმისა, რომ ეს “შავი ფული“ არ იქნება?! როცა საუბარია ოფშორებზე, ინფორმაცია საჯარო არ არის - საიდან, როგორ...

დასაბუთებით თქვენ უნდა დაგესაბუთებინათ, რა ინვესტიციები შეიძლება შემოვიდეს და ვისთვის იქნებოდა უკეთესი. კანონი საჭიროებდა სათანადო განხილვას, რა დროსაც უნდა მომხდარიყო პოზიციების შეჯერება“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024