გიორგი ვაშაძე - 1 თვის ვადაში ჩამოყალიბდება, რა მოცულობის იქნება ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნებზე დასაკვირვებლად

გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბდება, რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ ეუთო/ოდირის წარმომადენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.

“საუბარი, რა თქმა უნდა, იყო საარჩევნო გარემოზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პროცესი უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს: აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ადამიანებზე, კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები და ბანდები, რომელიც ფორმირებული ჰყავს “ქართულ ოცნებას” და სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ქცეულია პოლიტიკური დავალების შემსრულებლებად, რადგან ისინი არ იცავენ სამართლებრივ წესრიგს და არღვევენ კანონს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივები, რომლითაც კიდევ უფრო უნდათ, რომ დაამძიმონ საარჩევნო გარემო, შეცვალონ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რომ ცესკო მათთვის მარტივად კონტროლირებადი იყოს მათთვის. ეს არის ვითარება, რაშიც ჩვენ ვოპერირებთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბდება, თუ რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა უკვე არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე