საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო - სიტყვიერი დაპირისპირება მარიამ ლაშხის განცხადების კონტექსტში, მასონების ხსენებას მოჰყვა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ხმაური იყო.

კერძოდ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძეს შორის.

კვიჟინაძემ დეკანოიძეს საუბარი მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც მან მასონების თაობაზე დეპუტატ მარიამ ლაშხის განცხადება ახსენა. კვიჟინაძემ ოპოზიციონერ კოლეგას მოუწოდა, განსახილველ საკითხზე ისაუბროს და კონკრეტული კითხვა დასვას.

„ეს განვიხილოთ? თქვენი კოლეგები რასაც ლაპარაკობენ, აქ რომ მოვყვეთ, შეიძლება გააფრინოს ადამიანმა. მოვყვე 2008 წელს ხალხს რომ ხოცავდით და ასე შემდეგ?“,- მიმართა კვიჟინაძემ დეკანოიძეს.

დეკანოიძემ კი ასე უპასუხა: „მე სამშობლო არ გამიყიდია, ბატონო პაატა, არასდროს“.

„იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა და „გლობალური ომის პარტიას“ მასონებს ადარებს, არაფერი მწყინს, ბატონო პაატა, საქართველოს ისტორიაში, პირველად გვყავს მმართველი გუნდი, რომელიც ღიად და საჯაროდ ამბობს, რომ მსოფლიოს მართავს მასონები. როგორ შეიძლება რამე მეწყინოს ასეთი პოლიტიკური გუნდისგან?!“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე კვიჟინაძეს უთხრა, რომ „ბიძინა ივანიშვილს სჯერა და იმიტომ სჯერათ „ქართული ოცნების“ წევრებსაც მასონების“.

რაც შეეხება დეკანოიძის კითხვას მომხსენებლისადმი, მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს დაუსვა კითხვა, „შეეწინააღმდეგება თუ არა შავი ფულის და ოფშორების შემოსვლას საფინანსო ინსტიტუტები, რომელიც არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მმართველობის ქვეშ“.

„აღშფოთებაა, როგორ შეიძლება შავი ფული შემოვიდესო. შავ ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ეროვნულმა ბანკმა ისეთ ადამიანს ააცილა სანქცია, რომელიც გამოცხადებული იყო ჯაშუშად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და იყო დასანქცირებული. ეროვნული ბანკი, რომელიც იყო დამოკიდებული ინსტიტუტი და ახლა, როგორც ყველა ინსტიტუტი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშაა. არათუ გამოძიება წარიმართა, არამედ, არის ინფორმაცია, რომ წავიდა ადამიანი და უამრავი ფული, "ქეში" გამოიტანა და გაატანეთ. არც გამოძიება ყოფილა, არც გამჭვირვალობა. როდესაც შავ ფულზეა საუბარი, ხომ არის კავშირში როგორ იქცევა მმართველი გუნდი, რომელსაც თურმე მასონების სჯერა. არ ვიცი, სად სხედან ეს მასონები, ლოჟის რომელი მიმართულება მართავს საქართველოს, მაგრამ არის კავშირში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის