პაატა მანჯგალაძე - საუბარი დაიწყეს გლობალური ომის პარტიაზე, შეთქმულებებზე, ზოგი მასონებს ახსენებს - იმედია მაკრონს და შოლცს არ გამოაცხადებენ გლობალური ომის ძალების წარმომადგენლებად

იმედია მაკრონს და შოლცს არ გამოაცხადებენ გლობალური ომის ძალების წარმომადგენლებად. ეს არის ორი მთავარი ევროპული ზესახელმწიფო, რომელიც საქართველოს მეგობარია და ვერავინ იტყვის, რომ ისინი საქართველოში რომელიმე პარტიას ან საქართველოში არეულობას და ქაოსს უჭერენ მხარს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯობის მთქმელი და ხელის ჩამომრთმევი ევროპაში აღარავინ დარჩა.

„ახლა რასაც ვხედავთ, ჩვენ ივანიშვილის პარანოიის და სიგიჟის ზღვარზე ვართ. იცით, რომ საუბარი დაიწყეს რაღაც გლობალური ომის პარტიაზე, შეთქმულებებზე, ზოგი მასონებს ახსენებს. იმედია მაკრონს და შოლცს არ გამოაცხადებენ გლობალური ომის ძალების წარმომადგენლებად. ეს არის ორი მთავარი ევროპული ზესახელმწიფო, რომელიც საქართველოს მეგობარია და ვერავინ იტყვის, რომ ისინი საქართველოში რომელიმე პარტიას ან საქართველოში არეულობას და ქაოსს უჭერენ მხარს. ასეთ რამეს ხომ ვერავინ იკადრებს? ამიტომ ხომ გამოჩნდა, რომ ეს კანონი საქართველოს მეგობრებს გარეთ ტოვებს. „ჩვენც ევროპა გვინდა” - ფარისევლურად რომ ამბობს “ქართული ოცნება”. “ოცნებისთვის” გამარჯობის მთქმელი და ხელის ჩამომრთმევი არ დარჩა არავინ ევროპაში და ამ კანონით ევროკავშირში როგორ შევდივართ, ვის ატყუებთ, თაღლითებო?“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანია და საფრანგეთი, საქართველოში შექმნილი სიტუაციით ღრმად შეშფოთებულები არიან.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს