თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, გაფიცულ სტუდენტთა პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, გაფიცულ სტუდენტთა პროტესტი გრძელდება. ისინი საქართველოს პარლამენტში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.

თსუ-ს ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა გარკვეული მოთხოვნებიც გააჟღერეს.

ისინი, უნივერსიტეტისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის აკადემიური საქმიანობის შეჩერებასა და უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ხელმოწერის გამოთხოვას ითხოვენ.

„სტუდენტების ბოიკოტი არასასიამოვნოა განათლების სამინისტროსთვის, რექტორები და დეკანები თავიანთი ინიციატივით ითხოვენ სტუდენტებთან შეხვედრას, რაც სამინისტროსგან აქვთ დავალებული. ბოიკოტი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალგაზრდები არიან დამოუკიდებლები და თავისუფლები. ხელმოწერის გამოთხოვნაზე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა რეაგირება ჰქონდეთ. ირაკლი კობახიძისთვის აკადემიური საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით, იმედი არ გვაქვს, ვინაიდან ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს,“-განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება