გიორგი მსხილაძე - კანონი „ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს - ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა „ოცნება“

კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] „ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს - ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა „ოცნება“,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი კანონპროექტის მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით განეხილათ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა“.

„პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს, მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნდებოდნენ და თავიდან ბოლომდე გაერკვიათ აღნიშნული კანონი და ისე განეხილათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული არ გაითვალისწინა, შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. როგორც იყო ეს კანონი მიღებული, პროცედურა მოგეწონათ? ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა „ოცნება“. ეს კანონი არის რუსული და მთლიანადაა მიუღებელი. კანონი ჩაკეტა „ოცნებამ“, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს“,- განაცხადა მსხილაძემ.

როგორც ის ამბობს, პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კიდევ ერთი შანსი დაუტოვა.

„იცით, უკვე როგორი პოლარიზება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში და როგორი დაპირისპირებაა. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ მიიღონ და ვეტო არ იყოს დაძლეული. „ოცნება“ რას გადაწყვეტს, როდის დაძლევს ან რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, მისი გადასაწყვეტია“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11, 22-ე, მე-15, 78-ე მუხლებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო