თეონა აქუბარდია ვეტოზე - „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ბოლო შესაძლებლობა, რომ რეალურად წავიდნენ კომპრომისზე საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან

„ქართული ოცნებისთვის” ეს არის ბოლო შესაძლებლობა, რომ რეალურად წავიდნენ კომპრომისზე საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას.

აქუბარდიას განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები არამხოლოდ “ქართული ოცნებისთვის”, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, რომლის მიზანია იცხოვროს მშვიდობიან, ევროპულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყანაში.

“პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში 4 კონსტიტუციური მუხლია მოყვანილი, რომელსაც ეს კანონი ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ეუთო/ოდირის ის დასკვნა, რომელიც წინა წელს ჩამოვიდა და პრინციპები უცვლელია. მათ შორის, ცვლილება, რომ კანონი ერთი დღით შევიდეს ძალაში ნიშნავს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, “ქართული ოცნებისთვის” ეს არის ბოლო შესაძლებლობა, რომ რეალურად წავიდნენ კომპრომისზე საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები არამხოლოდ “ქართული ოცნებისთვის”, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, რომლის მიზანია იცხოვროს მშვიდობიან, ევროპულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყანაში”, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება