ბექა ოდიშარია - მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი მყარი პარტნიორები და საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრები ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ და სანქციები კვლავ დარჩება სალომე სამადაშვილის და მისნაირი პოლიტიკოსების ზმანებად

საქართველოს პრეზიდენტს რბილად ვიტყვი, არ აქვს უფლება, პრეამბულაში ჩაწეროს, რომ ეს კანონი არის პრორუსული თუ ის არ მოიყვანს რკინისებურ არგუმენტებს - მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ზედა პალატა დაიწყებს მუშაობას ანალოგიურ კანონპროექტზე, ვგულისხმობ საფრანგეთს, შეუთვალოს და ურჩიოს, რომ ვეტო დაადოს ბატონმა მაკრონმა ამ კანონპროექტს, რომელშიც სხვათა შორის, არის ძალიან კაბალური პირობები, მკვეთრად არის ასახული ის სანქციები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კანონის არ შესრულების გამო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ასეთი აბსოლუტურად უსარგებლო, უპასუხისმგებლო მოტივაციით წარმოდგენილი ვეტო აუცილებლად დაიძლევა“.

„შეცდომა დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ ტყუილი დიდი ბოროტებაა. რუსულის წოდება ამ კანონისათვის დიდი ბოროტებაა. ეს არის მარცვლის ჩადება იმისათვის, რომ თუ ოდესმე ეს ხალხი რევანშით მოვა ხელისუფლებაში, მერე ყველა პრორუსი დილეგებში ჩაყარონ.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერ აქტივისტს, მოტყუებულ და გულანთებულ ახალგაზრდას, მილიონერ „ენჯეოშნიკებს” და მათ ხელისწამკვრელებს აქვთ უფლება, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთონ და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რუსული უწოდონ ამ კანონს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს რბილად ვიტყვი, არ აქვს უფლება, პრეამბულაში ჩაწეროს, რომ ეს კანონი არის პრორუსული თუ ის არ მოიყვანს რკინისებურ არგუმენტებს. მხოლოდ იმის დამატება დასაბუთებულ შენიშვნებში და ასეთია სწორედ ვეტო, რომ კანონი ერთი დღით იმოქმედებს, არ ვიცი ქართველ ხალხს დასცინის, თავის პოლიტიკურ კარიერას იკეთებს თუ რას სჩადის, წარმოდგენა არ მაქვს. ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, მითუმეტეს, ასეთი აბსოლუტურად უსარგებლო, უპასუხისმგებლო მოტივაციით წარმოდგენილი.

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ზედა პალატა დაიწყებს მუშაობას ანალოგიურ კანონპროექტზე, ვგულისხმობ საფრანგეთს, შეუთვალოს და ურჩიოს, რომ ვეტო დაადოს ბატონმა მაკრონმა ამ კანონპროექტს, რომელშიც სხვათა შორის, არის ძალიან კაბალური პირობები, მკვეთრად არის ასახული ის სანქციები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კანონის არ შესრულების გამო. მათ შორის ნახსენებია პირდაპირ აშშ, რომლის შიშიც აქვთ გარკვეული ეკონომიკური ინტერვენციისდა გამო. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბატონ მაკრონს მაშინ ურჩიოს, რომ ვეტო დაადოს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გარდა ამისა, ბექა ოდიშარია გამოეხმაურა სანქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

„მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი მყარი პარტნიორები და საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრები ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ და ეს დარჩება კვლავ ზმანებად სალომე სამადაშვილის და მისნაირი პოლიტიკოსების, რომლებიც ჯერ როდის გვიწინასწარმეტყველებდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და როდის ნატრულობდნენ იმას, რომ ეს სტატუს - კვო დამდგარიყო. ვფიქრობ, რომ ყველანაირად მეგობრულად მოგვიდგებიან, როგორც აქამდე გვიდგებოდნენ, პარტნიორულად. სწორად და ჯანსაღად გაანალიზებენ და ჩემგან ჭკუა არ ესწავლებათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს თუ რა ტურბულენტურ რეგიონში ვართ, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო მათ შორის მათთვის”,- აღნიშნა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო