ბესიკ ამირანაშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინ დიდი გზა გაქვთ და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ლაღ სტუდენტობას

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს წარმატებული სტუდენტობა უსურვა.

"დღეს მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი ირეკება.

ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. წინ დიდი გზა გაქვთ და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ლაღ სტუდენტობას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, უმნიშვნელოვანესი იქნება თქვენი როლი ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში", - ნათქვამია ბესიკ ამირანაშვილის მისალოც ტექსტში.

განცხადებას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება