ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა.

ღონისძიების მონაწილეებს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს დეპუტატმა ბექა ქებულაძემ და ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა მიმართეს.

„მადლობა მინდა, გითხრათ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამუზეუმო საქმისადმი ერთგულებისათვის, განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, პირადად ნონა ქარციძეს, მასპინძლობისა და ღონისძიების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით და მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მუზეუმების საერთაშორისო დღის 2024 წლის თემაა „მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს