საპარლამენტო პოლიტიკური  ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის"  წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის" წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ და ჯგუფის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც საარჩევნო კანონმდებლობას და პოლიტიკურ სისტემას აქვს ჩვენს ქვეყანაში. აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო კოდექსში ასახული ცვლილებები ატარებს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ყურადღება გავამახვილეთ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის შესახებ, იქ არსებულ საფრთხეებზე და ამ საფრთხეების დაზღვევაზე", - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებზე მასშტაბური სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის აუცილებლობას.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ დასავლური სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების სტიგმატიზაციის მცდელობაზე, რომელიც მიზნად დაისახა ამ ეგრეთ წოდებულმა გამჭვირვალეობის შესახებ კანონმა, რათა მმართველი ძალის მიერ დელეგიტიმაცია მოხდეს იმ სადამკვირვებლო მისიების შესაძლო მკაცრი შეფასებებისა, რომელიც საქართველოში შეიძლება არჩევნებს მოჰყვეს. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვეთ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იმუშაონ ჩვენს ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემასთან დაკავშირებით, რათა ქართული ემიგრაცია და დიასპორა მეტად იყოს ჩართული საქართველოში გამართულ არჩევნებში", - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს