გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება

თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა „პოლიტიკოს“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თავისუფალი სამყაროს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი საქართველოში მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს საბოლოო მიზნის მიღწევამდე - „ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე“.

„ივანიშვილის პროპაგანდა, პუტინის რუსეთის მსგავსად, ხშირად ცდილობდა საზოგადოების ნაწილის დაბნევას, რომ თითქოს ტრამპი დაბრუნდება და ლიბერალური პოლიტიკა შეწყდება დასავლეთიდან, სინამდვილეში კი ამ ინიციატივის მთავარი ავტორი, კონგრესმენი ვილსონი ტრამპთან პოლიტიკურად დაახლოებული პირი და მისი კამპანიის ყველაზე აქტიური მონაწილეა.

ასე რომ, თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება