სალომე სამადაშვილი - ამერიკა რჩება ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას - ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება

ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის, ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამდაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება Politico-ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

დეპუტატი განმარტავს, თუ რატომ დააყენა კონგრესმა ერთდროულად საქართველოს მთავრობის სანქცირებისა და ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი.

„რატომ გადაწყვიტა ამერიკის კონგრესმა ერთდროულად დააყენოს მთავრობის სანქცირების და საქართველოს ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი?

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა გასული დღეები თავგასულად საუბრობს იმაზე, რომ „მეგობრები არ ასანქცირებენ“. ესაა კლასიკური რუსული პროპაგანდის ხაზი.

ახლა, ამერიკის პოზიცია ნათელია-ქართველ ხალხს ამერიკამ არა თუ ნაკლები, არამედ მეტი დახმარება უნდა შესთავაზოს, თუ დემოკრატიული პროცესი არ შეფერხდება.

ანუ ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა-დაისჯება.

ესაა „მეგობრობის აქტის“ შინაარსიც და გზავნილიც, - წერს სამადაშვილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა