თაკო ჩარკვიანი - ოპოზიციის ერთობა დომინანტობის გარეშე უნდა იყოს, დიდ ოლიგარქს პატარა ოლიგარქებით არ შევცვლით

პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე არ გამოდის, მაგრამ დომინირებითა და თითის ქნევით ახალგაზრდებს არ ვჭირდებით - ოპოზიციის ერთობაც დომინანტობის გარეშე უნდა იყოს, დიდ ოლიგარქს პატარა ოლიგარქებით არ შევცვლით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

ასევე, მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგან მათ ამ კანონის მიღება გადაწყვეტილი აქვთ.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კანონპროექტს, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ. თაკო ჩარკვიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპასთან შესაძლებლობებზე უარს ამბობს და ამერიკასთან ურთიერთობის შესაძლებლობებზეც უარს იტყვის.

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ რაღაცას მოიმიზეზებს. ახლა ქვეყანას შესაძლებლობები ეხსნება და მაშინ, როცა ევროპასთან შესაძლებლობაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობ, ამერიკასთან შესაძლებლობებზეც უარს იტყვი.

არაერთ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა მცდელობა თავისი ლოზუნგები დაეფიქსირებინა, მაგრამ ახალგაზრდებმა არავინ არ მიუშვეს. მე ვემხრობი იმას, რომ იქ პოლიტიკოსები იდგნენ. პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე არ გამოდის, მაგრამ დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ დომინირებითა და თითის ქნევით ახალგაზრდებს არ ვჭირდებით. რიგით ჯარისკაცად უნდა გაუმთლიანდე ახალგაზრდულ მოძრაობას და ვიყოთ პოლიტიკური სპექტრი. ახალგაზრდები გრძნობენ, რომ ეს რეალურად რუსეთ-საქართველოს ბრძოლაა. ახლა მართლა სირბილისა და გაერთიანების დროა. გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილსაც ვხედავ, მაგრამ ის აქაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. 200 000 ადამიანი ერთი თვეა ყოველდღიურად გამოდის გარეთ და პრეზიდენტისგან უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს მოველი. ოპოზიციის ერთობაც დომინანტობის გარეშე უნდა იყოს, დიდ ოლიგარქს პატარა ოლიგარქებით არ შევცვლით.

მგონია, მთავრობა ვეტოს მაინც დაძლევს. ძალიან გამიხარდება, თუ ასე არ იქნება, მაგრამ ამათ ისე აქვთ ამ კანონის მიღება გადაწყვეტილი, სავარაუდოდ, ასე მოიქცევიან“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო