ბენიამინ ნეთანიაჰუ - კარიმ ხანის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს - სასამართლოს ფარსად გადააქცევს

ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის მიერ მისი და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების მოთხოვნას.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ ისტორიული მასშტაბის მორალურ აღშფოთებას წარმოადგენს. ეს საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ მისი და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული აბსურდული ბრალდება ისრაელისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევის მცდელობაა.

„ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს. ის რაღაც განსხვავებულს აკეთებს. მთელ მსოფლიოში მძვინვარე ანტისემიტიზმის ცეცხლზე ნავთს თავხედურად ასხამს“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო ისრაელს „ჰამასის“ დამარცხებასა და გამარჯვების მიღწევაში ხელს ვერ შეუშლის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს