ანატოლი ანტონოვი - აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით აშინებს, მაგრამ სინდისის ქენჯნის გარეშე იყენებს მათ წინააღმდეგ, ვისაც მტრებად თვლის

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ლეგიტიმურობას, აშინებს მას სანქციებით, მაგრამ უყოყმანოდ იყენებს სტრუქტურის მათ წინააღმდეგ, ვისაც ვაშინგტონი თავის მტრებად თვლის, - ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ეს არის ორმაგი სტანდარტებისა და ამერიკული ფარისევლობის აღლუმის კიდევ ერთი მაგალითი. აშშ-ის ხელისუფლება უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ლეგიტიმურობას და აშინებს ამ სტრუქტურას სანქციებით, როდესაც საქმე ეხება თავად ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების ინტერესებს. თუმცა, სინდისის ქენჯნის გარეშე იყენებენ ამ ფსევდოლეგალურ ინსტრუმენტს მათ წინააღმდეგ, ვისაც მტრებად თვლიან“, - აღნიშნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება აღმაშფოთებელია და რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება