გიორგი შარაბიძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტის აღმასრულებელ ოფიცერს რენე ლარევიესა და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს კერი მაკინტოშს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიების მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ გაწეულ საქმიანობებსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. როგორც მან საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარში აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება.

შეხვედრისას გიორგი შარაბიძემ ასევე ვრცლად ისაუბრა ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ამომრჩეველთა განათლებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე ინსტიტუციის წინაშე დგას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და მომავალში ამ თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს