ავსტრალია და ახალი ზელანდია ახალ კალედონიაში ჩარჩენილი ტურისტების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან

ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადეს, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში მიმდინარე არეულობის გამო მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან.

მედიის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს მას შემდეგ, რაც ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ელოდებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლებისგან ნებართვას, რათა თავიანთი ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავები გაეგზავნათ.

მოგვიანებით, საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ტურისტებისთვის სახლში დაბრუნების საშუალება მიეცათ.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ახალ კალედონიაში, დაახლოებით, 3 000 ტურისტია ჩარჩენილი, მათ შორის 300-ზე მეტი ავსტრალიელი და 250-მდე ახალ ზელანდიელი.

საევაკუაციო რეისების განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალ კალედონიაში, მიმდინარე არეულობის გამო, საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა. ახალი კალედონიის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილი დარჩა, რადგან მომიტინგეებმა უარი თქვეს გზის ბლოკებზე, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში პარალიზებული იყო წყნარი ოკეანის არქიპელაგი - მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების ძირითადი ოპერაცია იწყებოდა სიმშვიდის აღდგენის მიზნით.

არეულობა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ. ცვლილებები საფრანგეთის მცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს. არეულობის შედეგად, დღემდე, 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის