პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები - ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და არა ევროპასა და ამერიკას!

თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები-ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და არა ევროპასა და ამერიკას!- ასე მიმართავს "ქართული ოცნების" წევრებს პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასა და მმართველი პარტიის წევრების შესაძლო სანქცირებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, დეპუტატები, მთავრობის წევრები და ძალოვნები სანქცირებას ელოდებიან და საზოგადოებაში სხვადასხვა ნარატივებს ავრცელებენ.

„მე მათ სამგზის თაღლითები დავარქვი. ფაქტობრივად ტატამად გადააქციეს კომიტეტი. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მიდიოდა, ყველა გამოაძევეს, მეც დამატოვებინეს დარბაზი. არანაირი სივრცე არ დატოვეს დისკუსიისთვის, ახლა კი საუბრობენ, რომ პრეზიდენტის ბრალიაო.

სანამ სამი მოსმენით მიიღებდით კანონპროექტს, თუ დისკუსია გინდოდათ, ვენეციის კომისიას ვერ დაელოდეთ? თუ ახალგაზრდებთან შეხვედრა გინდოდათ, რაღა მესამე მოსმენის მერე გაგახსენდათ ახალგაზრდები? ან თუ მოლაპარაკებები გინდოდათ, მეორე მოსმენის დროს ხომ გთავაზობდით მოლაპარაკებებს? თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და მეორე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ არა ევროპასა და ამერიკას. ეს კი თქვენი ყველაზე დიდი რუსული საქმე და ლუსტრაცია იქნება.

თუ მეორე მოსმენაზე იქნებოდა კანონპროექტი, ვენეციის კომისიიდან მოსული დასკვნის შემდეგ, შესაძლო იყო მუხლობრივი ცვლილებები, მაგრამ მესამე მოსმენით მიღებულ კანონში ცვლილებები გამორიცხულია, თუ ხელახალი ინიციატივა არ მომზადდება და თუ ვეტოს დაძლევს „ქართული ოცნება“, გამოდის, რომ მმართველი პარტია არც ვენეციის კომისიას, არც ამერიკას, არც ევროპას და არც საქართველოს მოქალაქეებს არ უსმენს. ყველაზე დიდი სანქცირება კი მათ საქართველოს მოსახლეობისგან ელოდებათ!

რა თქმა უნდა, დეპუტატები, მთავრობის წევრები და მოძალადე ძალოვნები ელოდებიან სანქცირებას, ახლა ავრცელებენ ლეგენდას, რომ ბაიდენი წავა და ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯო ვილსონი, რომლის ინიციატივაც სანქციებსაც ითვალისწინებს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, ამიტომ არანაირ შეღავათებს არ მოელოდეთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია