ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია

მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა".

მათივე ცნობით, ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი. ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტში ყურადღება ორ მნიშვნელოვან ელემენტზე გამახვილდა: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მე ვიტყოდი, მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორია. ფინანსური ბაზრების განვითარების თვალსაზრისით, EBRD-თან განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს და დღევანდელი ნაშრომი, რომელიც პირველად წარვადგინეთ, სწორედ ამ 10 წლიან, ძლიერ თანამშრომლობას ასახავს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ერთობლივ გეგმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინანსური ბაზრის და მასზე წარმოდგენილი პროდუქტების უფრო მეტად დივერსიფიცირების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EBRD-ი დედოლარიზაციის პროგრამის მხარდამჭერია, ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს და მომავალშიც მხარს დაუჭერს ეროვნული ვალუტის - ლარის შემდგომ განმტკიცებას და მის დომინირებას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის სახით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი