პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ განცხადებაზე - „ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ - ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ

„ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი არ ეშველებათ - ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მანჯგალაძის შეფასებით, ვინც ამბობს რომ დასავლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს - რუსია.

„ეს არის სინამდვილე და ახლაც რომ აგრძელებენ რიტორიკას, თუნდაც ამ წერილში, რომ თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე, რუსეთი არანაირ საფრთხეს არ ქმნის და მთავარი მტერი ამერიკა და ევროპა ყოფილა - ეს არის მავნებლობა და საქართველოს სუვერენული და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მარტივი შეფასებაა, როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსი: თუ გვეუბნებიან, რომ საფრთხე დასავლეთიდან მოდის, ამერიკა პარტნიორი კი არა მტერია, რუსეთიდან მოდის სიკეთე, თუ გვეუბნებიან რომ ამერიკა და რუსეთი, ორივე მტერია იცოდეთ, რომ ამის უკან რუსები დგანან”,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს მოსახლეობისთვის „ამ უპრეცედენტო შეთავაზების რეალიზება არ მოხდეს“.

„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ. ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ.

ეს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის არის უპრეცედენტო შეთავაზება. [“ქართული ოცნება”] უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამისი რეალიზება არ მოხდეს. ნუთუ მათ არ შეუძლიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაარკვიონ ეს არის რეალობა თუ არის ერთი კონგრესმენის შეთავაზება. ასევე, დიპლომატის ენაზე შეეძლოთ ეთქვათ, რომ თუ ეს კონგრესმენის ინიციატივა გადაიქცევა სახელმწიფო პოლიტიკად, მზად ვართ, რომ განვიხილოთ პარტნიორის შემოთავაზებები. ეს არ გვინახავს, ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო დიდი ბრალდება, რომ ამერიკა ორჯერ აპირებდა თურმე რევოლუციის მოწყობას. ეს წერია ამ წერილში და ვინც ამას წერს, კარგად მოიკითხონ, დარწმუნებული ვარ “ეფესბეს” ან “გერეუს” ინსტიტურები უწერენ ამას “ქართულ ოცნებას”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება რითაც მმართველი პარტია გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო - საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.”

განცხადების თანახმად, ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება საქართველოს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ და „თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო