EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი - ის, რაც საქართველომ გააკეთა როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ, აბსოლუტურად უმაღლესი კლასია

საქართველოს ბაზრის განვითარების წარმატების მაგალითი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის ფინანსური ბაზრები, - ამის შესახებ EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის ერთობლივი ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, EBRD-ის ხაზინამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, კაპიტალის ბაზრის შესახებ დროთა განმავლობაში შეიმუშავეს ხედვა, რომელიც უნიკალურია.

EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა წინა წლებთან შედარებით.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ვაქვეყნებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2010 წლიდან ჩვენი მხარდაჭერით შესრულებულ სამუშაოს რეტროსპექტივას. იგი ხაზს უსვამს ზოგიერთ საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის შესაძლებლობები; მთავარია ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის განვითარება და ფინანსურ სისტემაში რისკის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება“,- აღნიშნა აქსელ ვან ნედერვენმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა". ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი. ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.

მათივე ცნობით, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია