კახა კალაძე - პროტესტი მართული იყო, ამ ყველაფრის უკან არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები - ასევე, რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები

პროტესტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, ცხადია, ესეც მართული იყო. ამ ყველაფრის უკან ვიცით, ვინ დგას. ეს არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება - ასევე, რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება სურს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ მოსწონთ, შეუძლიათ არჩევნების გზით, ეს ყველაფერი შეცვალონ.

„პროტესტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, ცხადია, ესეც მართული იყო. ამ ყველაფრის უკან ვიცით, ვინ დგას. ეს არის კონკრეტული ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ასევე, რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის წამგებიანი და არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, არჩევნების გზით ცივილურად, დემოკრატიულად შეუძლიათ, თუ ამის მხარდაჭერა აქვთ, შეცვალონ ხელისუფლება და ისეთი კანონი მიიღონ, რომელიც მისთვის არის მისაღები, მაგრამ აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. იმიტომ, რომ ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. დღეს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და არ მოხდეს, ის ყველაფერი, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ვიდგებით ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „ახალის“ ლიდერები, ნიკა მელია და ნიკა გვარამია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ქვეყნის გარეთ ხვდებიან, რაზეც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ შესაძლოა შეხვედრის მიზანი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი იყოს.

„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით იქნება საუბარი, უბრალოდ, მე მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ნუ, ერთი ცხადია, რომ იმ ყველაფრის უკან, რასაც ვხედავთ ახლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ერთ-ერთი დამფინანსებელი კეზერაშვილია, ფინანსებთან

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის