გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ბრიტანულმა ორგანიზაციამ Times Higher Education ((THE) საქართველოში აწარმოვა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს მხრიდან არის დიდი მზაობა და შესაძლებლობა საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების შემოსვლის.

მინისტრი ასევე შეხვდა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს, სერ სტივ სმიტს, რომელთანაც ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან ისაუბრა საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების სასწავლო ვიზიტის განხორციელების შესახებ, რათა ბრიტანული მხარე უკეთ გაეცნოს საქართველოს შესაძლებლობებს და შედგეს რეალური თანამშრომლობა ქართულ და ბრიტანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მინისტრმა ამ კუთხით ბრიტანული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, მათ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის, ვიზიტის განხორციელებისა და ბაზარზე შემოსვლის მზაობა გამოთქვეს.

ოფიციალური მიღების დასასრულს გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი მდივანი და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველი, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში დაპატიჟა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Times Higher Education ((THE)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და, ამ კუთხით, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია