კახა კალაძე - თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურვილი აქვს, უვიზო მიმოსვლა იყოს, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, ღია ვართ და მივესალმებით - როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს დავინახავთ,  გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს იმის სურვილი აქვს, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, ღია ვართ და მივესალმებით ამ ყველაფერს - ბურთი მათ მხარეს არის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაც მკაფიო დასტურია, „რომ თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, არავის აქვს წინააღმდეგობა“.

„მინდა ხაზი გავუსვა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. ბოლო წლებში, არაერთი რევოლუციის მცდელობა ვნახეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, მოწოდებები და განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია კადრულობდეს იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ. ასევე ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი, ვინ არის დონორი. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტში იხარჯება თანხები. ასევე გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც დასავლეთიდან მოდის, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, შეურაცხმყოფელია. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან პასუხებია. თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს იმის სურვილი აქვს, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, ღია ვართ და მივესალმებით ამ ყველაფერს. არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება მიუღებელია. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

ჯერ არავინ იცის, ინიციირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა. თუ კონკრეტულ ნაბიჯებს დავინახავთ, ეს შეუძლიათ გადადგან. როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს დავინახავთ, კანონის აუცილებლობა გამჭვირვალობის შესახებ აუცილებელი არ იქნება. ეს კანონპროექტი სადავო თემა არ არის.

ვიზალიბერალიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები, პირდაპირი ფრენები და ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნა - თუ დავინახავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ სურვილია ურთიერთობები დალაგდეს, ისეთი იყოს, როგორც პარტნიორებს შეესაბამება, თუ ეს ყველაფერი გაკეთებული იქნება კანონის აუცილებლობა არ იქნება.

ბურთი მათ მხარეს არის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოიყვანთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს, ისეთი ნაბიჯი გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესში შედიოდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია