იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება, ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო - ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო - ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე "ქართული ოცნების" პასუხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, უტიფრობის კიდევ ერთი მასტერკლასი ვნახეთ “ქართული ოცნებისგან”.

„აშშ-ის მისამართით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა".

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო. ჩვენ დავაწიოკებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს და კრიტიკულ მედიას, გამოვაცხადებთ აგენტებად და ქვეყნის მტრებად ყველას, ვისაც არ მოვწონვართ, ჯიბეში ჩავისვამთ სასამართლოს, მშვიდობიან პროტესტებს დავარბევთ, უმცირესობებს საჯარო არსებობას ავუკრძალავთ, კორუფციაში ჩავეფლობით, მაგრამ, ამის მიუხედავად, კეთილი ინებზე და უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა მოგვეციო. ბურთი მხოლოდ თქვენს მოედანზეაო.

ჰოდა, ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ და არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ.

და იქნებ იმაზეც გეფიქრათ, რამდენად დააკმაყოფილებს თქვენი პასუხი ყოველ მეხუთე ოჯახს საქართველოში, რომელიც ამერიკიდან მათი წევრების მიერ გამოგზავნილი ფულით სულდგმულობს”,- წერს კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.აღნიშნულს განცხადებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა, სადაც განმარტავენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, „არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი