ირაკლი ქადაგიშვილი - ვინაა ოპოზიცია: ორთოდოქსი „ნაცმოძრაობაა“ ხაბეიშვილი, რევიზიონისტი - გვარამია-მელია, „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდროდ აფილირებული - „ლელო“, ოპორტუნისტი - გირჩი ჯაფარიძე - ერთიან სიას სიახლე ვერ ექნება

ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” - ვინ არის ეს ოპოზიცია: ორთოდოქსი “ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი “ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, “ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი “ლელო”, ოპორტუნისტი “ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებითვე, ოპოზიციის შესაძლო ერთიან სიას არჩევნებისთვის რაიმე სიახლე ქართული პოლიტიკისთვის ვერ ექნება.

“ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა”. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ისევ ერთ ელექტორატზე კონცენტრირებული საარჩევნო სია თავისი სალომე ზურაბიშვილის მფარველობით. აქედან გამომდინარე, ამ სიას განსაკუთრებული სიახლე ქართულ პოლიტიკაში ვერ ექნება. როგორი წინასაარჩევნო ტაქტიკა სჯობია, მე ამას არ ვურჩევ.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ვინ არის ეს ოპოზიცია. ორთოდოქსი “ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი “ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, “ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი “ლელო”, ოპორტუნისტი “ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. იმ “ლელოს” სამი პროცენტი რომ ჰქონდა, შეიძლება ისიც ვეღარ მიიღოს იმიტომ, რომ მისი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც “ლელო” რაღაცა სხვა ეგონა, სულ არ უნდა “ნაციონალურ მოძრაობაში” რომ იყოს მისი სამი პროცენტი პორტირებული. ეს არის საბოლოოდ ერთ ამომრჩეველზე გათვლილი ან სია ან ნაწილ-ნაწილ მოქმედება”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს