შრომის ინსპექციის სამსახური - 2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 დასაქმებული

2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 (95 მძიმე და 252 საშუალო) დასაქმებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 34 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 100 ქალი და 247 კაცი.

დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მშენებლობის სფეროში იყო.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს, ანგარიშის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2023 წლის საანგარიშო პერიოდში დარღვევა გამოვლინდა 11 სამუშაო ადგილზე 23 არასრულწლოვანთან მიმართებით.

„გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამსახურის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს შესაბამისად გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - დაჯარიმების შესახებ და ჯამში, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის საფუძვლით, ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 64 400 ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია