გია ვოლსკი - უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა - უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი, ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფებოდა, გაგვიჩნდა მოლოდინი, ვინმე მაღალი დონიდან - აშშ-დან, ევროკავშირიდან განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და რომ დაუშვებელია არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, ელოდებოდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განხილვის „პროცედურა მართლაც მეგობრობის იქნებოდა და არა მუქარის აქტი, რომელიც სამწუხაროდ, მოვისმინეთ”.

“მითუმეტეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც ყველა ნიშნით ახლოსაა იმ დესტაბილიზაციის პროგრამებთან, რომელიც გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას. ველოდებოდით ამ განცხადებას, რასაკვირველია პროექტს, რომლის განხილვის პროცედურაც მართლაც მეგობრობის იქნებოდა და არა მუქარის აქტი, რომელიც სამწუხაროდ, მოვისმინეთ. რასაკვირველია არჩევნებიც მაღალ დონეზე ჩატარდება და არაფერი არაევროპული და არადასავლური არ გააჩნია ამ კანონს, საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს იმას, რომ რუსული ინტერესების გათვალისწინებით რაიმე ნაბიჯი გადადგას”, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საკითხი ასევე დაისვა სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ, რომ დახმარებას აგვიანდება, გაურკვევლობას წარმოშობს.

“აქ კიდევ დაისვა საკითხი სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ შეკითხვას წარმოშობს, ვინაიდან განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება ზედმიწევნით ის დახმარება და შეიარაღება, რომელიც საქართველოს აარიდებს რუსულ აგრესიას, რაც მართლაც რეალურია. ამავე დროს, ვისმენთ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებას, რომ აგვიანებს შეიარაღება და ამ ვითარებაში უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საჭირო შეიარაღება დროულად არ იქნა მიღებული. აქედან გამომდინარე, ესეც გარკვეულწილად წარმოშობს გაურკვევლობის თემას”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მოსალოდნელ შესაძლო სანქციებს, რომელიც დეპუტატებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლოა, დაეკისროთ, ვოლსკიმ განმარტა, რომ უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა, მხოლოდ იმიტომ რომ გამჭვირვალობას თხოულობს.

“უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან. უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა, მხოლოდ იმიტომ რომ თხოულობს გამჭვირვალობას.

არაფერს ისეთს არ ვამბობთ, რაც ამერიკელებს არ უთქვამთ და რაც ევროკავშირის სისტემაში არ არსებობს. არავითარი რუსული თემა აქ არ ტრიალებს. რუსული თემა მაშინ ტრიალებდა, როცა ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” ტრიალებდა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა